TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯალო იუვენტუსს დატოვებს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტიაგუ ჯალო მიმდიანრე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის რიგებს დატოვებს.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ტიაგო მოტას დარწმუნება ვერ შეძლო, ამიტომ ბიანკონერი 24 წლის ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსს ფეხბურთელის საბოლოოდ გაყიდვა სურს, თუმცა არც მისი იჯარის წესით გაშვებაა გამორიცხული, რაც პორტუგალიელს ტრავმის შემდეგ ფორმის დაბრუნების საშუალებას მისცემს და გუნდს მომავალში მის გაყიდვაში დაეხმარება.