TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პოზიტიური შეხვედრა ჯუნტოლისა და ადეიემის წარმომადგენლებს შორის

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლისა და დორტმუნდის ფეხბურთელის კარიმ ადეიემის წარმომადგენლებს შორის მიუნხენში პოზიტიური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც გერმანელი ფეხბურთელის წარმომადგენლებმა ტურინულ გრანდში გადასვლის სურვილი დააფიქსირეს.

წყაროს ცნობით, პრობლემა დორტმუნდის მიერ მოთხოვნილი 45 მილიონი ევროა, რისი გადახდაც ბიანკონერის გეგმებში არ შედის.

გამოცემის ცნობით, ჯუნტოლის პრიორიტეტი ამ მომენტისთვის ტეუნ კოპმეიენრსისა და ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერების დახურვაა, რის შემდეგაც იტალიელი სპეციალისტი გუნდის შეტევის გაძლიერებაზე დაიწყებს მუშაობას.