TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კომოსთან მატჩი სრული ანშლაგის ფონზე ჩაივლის

სეზონის დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, თუმცა კომოსთან მატჩისთვის ბილეთები თითქმის სრულად გაყიდულია.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, თავისუფალ გაყიდვაში სულ რამდენიმე ათასი ბილეთია დარჩეილი და სეზონის გახსნით მატჩს Allianz Stadium-ი სრული ანშლაგით შეხვდება.

სრული ანშლაგი იქნება ტრადიციულ მატჩზე იუვენტუსსა და იუვენტუსის NextGen-ს შორის, რომელიც Allianz Stadium-ზე 6 აგვისტოს გაიმართება.