პორტუ კონსეისაუს იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის
იუვენტუსი შემტევი ვინგერის ძიებას აგრძელებს და კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე პორტუს ფრანცისკო კონსეისაუ გახლავთ.
La Stampa-ს ინფორმაციით, პორტუგალიური გრანდი ახალგაზრდა ტალანტის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუ მისი შემდგომში 25-30 მილიონ ევროდ გამოსყიდვა სავალდებულო იქნება.
კონსეისაუს გარდა, იუვენტუსის სიაში რჩებიან გალენო და კარიმ ადეიემი, თუმცა გერმანელის გაფორმება ამ მომენტისთვის რთულად წარმოსადგენია, რადგან მის სანაცვლოდ დორტმუნდი 45 მილიონ ევროს ითხოვს.