TuttoJuve

Juve per sempre sarà

მაკკენი ფიორენტინას უახლოვდება

იტალიური მედიის ცნობით, უესტონ მაკკენი ფიორენტინაში ტრანსფერთან ახლოს არის.

Tuttomercato-ს ცნობით, ტურინული გრანდი ფეხბურთელის ფიორენტინას მიერ შეთავაზებული 10 მილიონისა და ბონუსების სანაცვლოდ გაშვების წინააღმდეგი არ არის.

წყაროს ინფორმაციით, ვიოლა მაკკენისთან პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას ცდილობს და თუ მხარეებმა საერთო ენის გამონახვა შეძლეს, ამერიკელი გუნდს დატოვებს.