TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბალძარინი:“ იუვე კოპმეინერსის სანაცვლოდ 60 მილიონს არ გადაიხდის“

SportMediaset-ის ჟურნალისტმა ჯანი ბალძარინიმ ტეუნ კოპმეიენრსის იუვენტუსში ტრანსფერის სიტუაციაზე ისაუბრა.

„გუნდებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად გრძელდება და ხვალ იუვენტუსი ლა დეას ახალი წინადადებით მიმართავს.

„ტურინელები ნიდერლანდელის სანაცვლოდ ლა დეას 50 მილიონ ევროს შესთავაზებენ. ვფიქრობ, კრისტიანო ჯუნტოლი მოთხოვნილი 60 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს, რადგან ამ თანხას გადაჭარბებულად მიიჩნევს, ამიტომ ატალანტას უარის შემთხვევაში მის ალტერნატივებზე გადაერთვება.“