იუვე და ნიცა ერთ პუნქტზე ვერ თანხმდებიან
იუვენტუსმა და ნიცამ ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერის თითქმის ყველა დეტალი შეათანხმეს, თუმცა არის ერთი პუნქტი, რომელიც ტრანსფერს აფერხებს.
ტოდიბოს კონტრაქტის მიხედვით, ფეხბურთელის ყოფილი გუნდი ბარსელონა მისი გაყიდვის შემდეგ თანხის 20 პროცენტს მიიღებს, ამიტომ ნიცას სურს, რომ იუვენტუსმა ტოდიოს კონტრაქტში ანალოგიური პუნქტი ჩადოს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ამ პუნქტმა ტრანსფერი ჩაშალოს.