კიეზამ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ფედერიკო კიეზას კარიერის გაგრძელება პრემიერ ლიგაში სურს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსის დატოვების შემთხვევაში, რაც დღეისათვის ფაქტობრივად გარდაუვალია, იტალიელ ფეხბურთელს ერთ-ერთი ინგლისური გრანდის რიგებში სურს თამაში.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ფედერიკოს აგენტი ლონდონში გახლავთ, სადაც მოლაპარაკებებს ტოტენჰემის, ჩელსისა და არსენალის წარმომადგენლებთან მართავს.