TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ევერტონი არტურის მიმართ ინტერესს არ კარგავს

იტალიური გამოცემა La Stampa-ს ინფორმაციით, ევერტონი იუვენტუსის ნახევარმცველის არტურის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

წყაროს ცნობით, ინგლისურ გუნდს ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი 15 მილიონი ევროს გადახდა არ გაუჭირდება, მაგრამ მთავარი პრობლემა ბრაზილიელის ხელფასია.

არტური იუვენტუსში წლიურად 6.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ევერტონი კი მისთვის 2.5-3 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს.