იუვენტუსის NextGen-მა გუნდს 79 მილიონი მოუტანა…
იუვენტუსმა მიმდიანრე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უკვე 4 ტრანსფერი განახორციელა და ამის გაკეთება გუნდმა NextGen-ის ფეხბურთელების დახამრებით შეძლო.
Sky Sport-ის ინფორმაციით, ბიანკონერიმ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში NextGen-ის ფეხბურთელების გაყიდვით 79 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
გუნდმა აილინგ-ჯუნიორისა ად ბარენეჩეას სანაცვლოდ 24 მილიონი მიიღო, ჰეისენი ბიანკონერის 18 მილიონს მოუტანს, სულე 30, კაიო ჟორჟემ კი იუვენტუსი 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა.
წყაროს ცნობით, ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. იუვენტუსი NextGen-ის საუკეთესო 1-2 ფეხბურთელს შეინარჩუნებს, როგორც ეს ფაჯოლისა და ილდისის შემთხვევაში მოხდა, დანარჩენები კი გუნდს დატოვებენ და ბიანკონერის ფინანსებს შეავსებენ.