კესის ფინანსური მოთხოვნები ცნობილია
იუვენტუსი უახლოეს დღეებში კესისთან მოლაპარაკებებს აქტიურად დაიწყებს და კოტ-დიუვარელის უფასოდ გაფორმებას ეცდება.
Tuttosport-ის ინფორმაციით, კოტ-დიუვარელი ფეხბურთელი 3-წლიან კონტრაქტს და ხელფასის სახით 5.5-6 მილიონს, ასევე კონტრაქტის გაფორმებისას ერთჯერად ბონუსს ითხოვს.
კესი ნახევარდაცვაში იუვენტუსის ერთ-ერთ სამიზნედ მოიაზრება, თუმცა გუნდს პირველ რიგში ფორვარდისა და მეკარის გაფორმება სურს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
