იუვენტუსსა და გორეცკას აგენტს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
Sky Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ლეო გორეცკას მიმართ ინტერესს არ კარგავს.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის თითქმის ყოველდღიური კონტაქტია, თუმცა გერმანელი ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და მოლაპარაკებებს რამდენიმე გუნდთან აწარმოებს.
ტურინულ გრანდს უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილების მქონე ნახევარმცველის გაფორმება სურს და გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ გორეცკაა, რომელიც თავისუფალი აგენტია და მისი უფასოდ ტრანსფერია შესაძლებელი.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
