იუვემ პარმას პელეგრინოს თაობაზე 1 კვირა მოცდა სთხოვა
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, პარმა მატეო პელეგრინოს თაობაზე იუვენტუსის გადაწყვეტილების მოლოდინშია.
წყაროს ცნობით, ტურინულმა გრანდმა პარმას 1 კვირა სთხოვა და თუ ამ დროში პსჟ-სთან რანდალ კოლო მუანის თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, გუნდი არგენტინელ ფორვარდზე გადაერთვება.
პარმა მზად არის, 24 წლის შემტევი 1-წლიანი იჯარით გაუშვას, მისი შემდგომში 25-30 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულებით.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
