გონსალესის თაობაზე იუვენტუსსა და ატლეტიკოს შორის მოლაპარაკებები მუნდიალის შემდეგ განახლდება
ცნობილი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, იუვენტუსი და ატლეტიკო ნიკო გონსალესის თაობაზე მოლაპარაკებებს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გააგრძელებენ.
წყაროს ცნობით, სიმეონეს გონსალესის შენარჩუნება უნდა და ნიკოს ატლეტიკოში დარჩენა სურს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გუნდები არგენტინელის ფასის თაობაზე საერთო ენას გამონახავენ.
იუვენტუსი გონსალესის სანაცვლოდ 28 მილიონ ევროს ითხოვს, ატლეტიკოს კი მისი გაფორმება ბონუსების ჩათვლით 24 მილიოანდ სურს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
