მოჯი:“ იუვენტუსს მომდევნო სეზონში სკუდეტოსთვის ბრძოლა გაუჭირდება“
ლუჩიანო მოჯიმ იუვენტუსში არსებული სიტუაცია შეაფასა და აღნიშნა, რომ ტურინული გრანდისგან მომდევნო სეზონში ტიტულისთვის ბრძოლას არ ელოდება.
„ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, იუვენტუსს ახლა ძალიან კარგი ხელმძღვანელობა ჰყავს. კარნევალი შესანიშნავი სპეციალისტია, მას ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრიებს, მე ის ძალიან მომწონს.
„პრობლემა არის ის, რომ დღევანდელი იუვენტუსი ძალიან ცუდად არის დაკომპლექტებული და სიტუაციის გამოსწორებას ერთი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვერავინ შეძლებს. გუნდს ძალიან ცუდი ნახევარდაცვა ჰყვს და არსებული ფინანსური შეზღუდვების ფონზე, ამ პრობლემის გადაჭრა მოკლე დროში გამორიცხულია. ვფიქრობ, მომდევნო სეზონში იუვენტუსის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა იქნება.
„ვლაჰოვიჩი ? მე დუშანს აუცილებლად შევინარჩუნებდი, ის მაღალი დონის ფორვარდია. ვფიქრობ, სერბი ფლანგებიდან საკმარის დახმარებას არ იღებდა, კონსეისაუსა და ბოგას თამაშის ყურება სასიამოვნოა, მაგრამ ისინი ფორვარდებს რეალურად საქმეს არ უმსუბუქებენ.“
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
