მარტინესის აგენტი ასტონ ვილას შეხვდება და ფასის შემცირებას ეცდება
ბრიტანული გამოცემა SportWitness-ის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ასტონ ვილას ხელმძღვანელობა დიბუ მარტინესის აგენტთან შეხვედრას გამართავს.
წყაროს ცნობით, არგენტინელ ფეხბურთელს იუვენტუსში გადასვლა სურს და აგენტი იმედოვნებს, ინგლისელები მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 15 მილიონი ევროს შემცირებას დათანხმდებიან.
იუვენტუსს მარტინესის ტრანსფერის დახურვა 10 მილიონი ევროს ფარგლებში სურს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
