იუვე კოლოს თაობაზე წინადადებას 38 მილიონამდე ზრდის
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი მზად არის, ფრანგებს რანდალის სანაცვლოდ საერთო ჯამში 38 მილიონი ევრო გადაუხადოს.
კოლო მუანის გასულ დღეებში მსურველები მოუმრავლდა, მაგრამ მას იუვენტუსში დაბრუნება უნდა და ტურინული გრანდი იმედოვნებს, ეს წინადადება მათ დასარწმუნებლად საკმარისი იქნება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
