TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტოდიბოს აგენტი იტალიაშია და ტრანსფერის ბოლო დეტალებს ათანხმებს

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ჟან-კლერ ტოდიბოს აგენტი ამ წუთებში ტურინში იმყოფება, სადაც ის კრისტიანო ჯუნტოლისთან შეხვედრას მართავს და ფრანგი მცველის ტრანსფერის საბოლოო დეტალებს ათანხმებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ფორმალური დეტალებია შესათანხმებელი, რის შემდეგაც 24 წლის ფეხბურთელი ტურინული გრანდის რიგებს შეუერთდება.

იუვე ტოდიბოს 1-წლიანი იჯარით გაიფორმებს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც მარტივად მიღწევადი პუნქტების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება. იუვენტუსს ფეხბურთელის გაფორმება დაახლოებით 35-37 მილიონი დაუჯდება.

41 views
error: დაცული კონტენტი !