TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ადეიემის ტრანსფერზე მუშაობას აჩერებს და გალენოს გაფორმებას ცდილობს

SportItalia-ს ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლიმ დორტმუნდთან კარიმ ადეიემის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დროებით შეაჩერა და პორტუდან გალენოს გაფორმება სურს.

წყაროს ცნობით, დორტმუნდი ადეიემის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც ბიანკონერის გეგმებში არ შედის, ამიტომ 26 წლის ბრაზილიელი იუვენტუსის პრიორიტეტი ხდება.

პორტუ გალენოს იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, მისი შემდგომში დაახლოებით 35 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით.