ფორესტი ტურამის გაფორმების იმედს არ კარგავს
SportItalia-ს ინფორმაციით, ნოტინგჰემ ფორესტი ხეფრენ ტურამის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
წყაროს ცნობით, ინგლისური გუნდისთვის ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი 40 მილიონი ევროს გადახდა პრობლემა არ იქნება.
მთავარი დაბრკოლება ფეხბურთელის სურვილია, მას იუვენტუსში დარჩენა უნდა და გუნდის დატოვებას მხოლოდ სხვა ევროპული გრანდისთვის განიხილავს, რაც ფორესტს საქმეს საგრძნობლად ურთულებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
