პსჟ-მ კოლო მუანის თაობაზე მოლაპარაკებები ინგლისურ და გერმანულ გუნდებთან დაიწყო
რანდალ კოლო მუანის იუვენტუსში ტრანსფერის ალბათობა სულ უფრო იკლებს.
ინგლისელი ჟურნალისტის ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებების ჩიხსი შესვლის შემდეგ, პარიზულმა გუნდმა ფრანგი ფორვარდის თაობაზე მოლაპარაკებები ინგლისურ და გერმნულ გუნდებთან დაიწყო.
პსჟ კოლოს სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც იუვენტუსი არ აპირებს. თავად ფეხბურთელის პრიორიტეტი ტურინში დაბრუნებაა, თუმცა არსებული ფინანსური მოთხოვნებით ეს ფაქტობრივად გამორიცხულია.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
