იუვენტუსსა და კესის შორის მოლაპარაკებები პოზიტიურად ვითარდება
იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო ჩეჩარინის ინფორმაციით, იუვენტუსმა ფრანკ კესისთან მოლაპარაკებები დაიწყო.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი კესის პრიორიტეტული არჩევანია და მხარეებს შორის მოლაპარაკებები პოზიტიურად ვითარდება.
კესი თავისუფალი აგენტი გახლავთ და მისი უფასოდ გაფორმებაა შესაძლებელი, თუმცა მხარეებს ხელფასის თაობაზე საერთო ენის გამონახვა მოუწევთ.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
