სპალეტი დევიდის გაყიდვას ითხოვს, კანადელს იუვენტუსში დარჩენა სურს…
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ჯონათან დევიდის სიტუაცია იუვენტუსისთვის კიდევ ერთი თავის ტკივილია.
წყაროს ცნობით, ლუჩიანო სპალეტის კანადელი ფეხბურთელის გაყიდვა სურს, ის რანდალ კოლო მუანისა და ფიზიკურად უფრო ძლიერი ფორვარდის გაფორმებას ითხოვს, ხოლო დევიდი სპალეტის გეგმებში არ შედის.
თავად კანადელს იუვენტუსში დარჩენა და კიდევ ერთი შანსის მიღება უნდა. მის მიმართ ინტერესი არსებობს, თუმცა პრობლემა ჯონათანის მაღალი ხელფასი – 6 მილიონია.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
