მასარას მოსვლის შემდეგ, იუვენტუსი კესისა და დიასის ტრანსფერებზე მუშაობას გააგრძელებს
მილანის ყოფილი სპორტული დირექტორის რიკი მასარას მისვლის შემდეგ, იუვენტუსი როსონერის ყოფილი ფეხბურთელების ფრანკ კესისა და ბრაჰიმ დიასის ტრანსფერებზე მუშაობას გეგმავს.
ლომბარდიულ გრანდში კესი და დაისი სწორედ მასარამ გაიფორმა, მას ორივე ფეხბურთელთან და მათ აგენტებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, რაც მოლაპარაკებებს გაამარტივებს.
კესი თავისუფალი აგენტია და თუ ის ხელფასის შემცირებას დათანხმდება, იუვენტუსი კოტ-დიუვარელს უპრობლემოდ გაიფორმებს. დიასის პრიორიტეტი ამ მომენტისთვის რეალში დარჩენაა, თუმცა მასარას სურს, მას იუვენტუსის პროექტი წარუდგინოს და ფეხბურთელს აზრი შეაცვლევინოს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
