იუვე ტრაბზონსპორის ნახევარმცველით ინტერესდება
იუვენტუსმა თურქული ტრაბზონსპორის ნახევარმცველის კრისტ ინაო ულაის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა.
20 წლის კოტ-დიუვარელი ფეხბურთელი უნივერსალია, მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში და ჯოვანი კარნევალი ახალგაზრდა ტალანტს გუნდის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს.
GdS-ის ინფორმაციით, იუვენტუსს ფეხბურთელის გაფორმება დაახლოებით 25 მილიონი ევრო დაუჯდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
