იუვენტუსმა ვიკარიოს ტრანსფერზე მუშაობა აქტიურად დაიწყო
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ტოტენჰემის კარის დარაჯის გილერმო ვიკარიოს ტრანსფერზე გააქტიურდა.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი დიბუ მარტინესის თაობაზე ასტონ ვილას გადაწყვეტილების ლოდის დიდი ხანი აღარ აპირებს და თუ ინგლისელებმა არგენტინელი კარის დარაჯის ფასის შემცირებაზე უარი თქვეს, იუვენტუსი ვიკარიოზე გადაერთვება.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო დღეებში იუვენტუსმა მოლაპარაკებები როგორც ვიკარიოს აგენტთან, ასევე უშუალოდ ტოტენჰემთან დაიწყო. ინგლისელები მის სანაცვლოდ დაახლოებით 18 მილიონ ევროს ითხოვენ.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
