TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

შესნის მონცაში ტრანსფერი ჩაიშალა

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ვოიცეხ შესნის მონცაში ტრანსფერი ჩაიშალა და ლომბარდიელები უახლოეს პერიოდში ატალანტადან პიერლუიჯი გოლინის გაფორმებას გააოფიციალურებენ.

მონცა მიკელე დი გრეგორიოს ძიებაშია, ვინც იუვენტუსში გადაბარგდა და ადრიანო გალიანის გუნდის რიგებში პოლონელი კიპერის ხილვა სურდა, თუმცა საბოლოო ჯამში ფეხბურთელის მაღალი ხელფასი გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა.

შესნი შესაძლოა იუვენტუსში დარჩეს და მომდევნო სეზონის ბოლოს გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს, თუმცა ბიანკონერი მასთან კონტრაქტის გაწყვეტასა და ფეხბურთელის ნაადრევად უფასოდ გაშვებაზე უარს არ იტყვის.