სპალეტი ბრემერის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის
იტალიურ მედიაში გლეისონ ბრემერის იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის თაობაზე ცნობები არ წყდება.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტი ბრაზილიელი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.
წყაროს ცნობით, იტალიელ სპეციალისტს გუნდში ისეთ მცველის ხილვა სურს, რომელსაც ბურთთან მუშაობა უკეთ შეუძლია და იუვენტუსის შეტევების დაწყებას და ბურთის გათამაშებას უკეთ შეძლებს.
ბრემერის გამოსასყიდი თანხა 54 მილიონია, მაგრამ იუვენტუსი მის დაახლოებით 45 მილიონ ევროდ გაშვებასაც განიხილავს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
