ლუკუმი იუვენტუსის პრიორიტეტად რჩება
იუვენტუსი ტარიკ მუჰარემოვიჩის გაფორმებასთან ახლოს არის, მაგრამ ბოსნიელის ტრანსფერი ჯონ ლუკუმის მიმართ ტურინული გრანდის ინტერესის დაკარგვას არ ნიშნავს.
Tuttosport-ის ცნობით, კოლუმბიელი იუვენტუსის პრიორიტეტად რჩება, თუმცა მის გაფორმებას გარკვეული დრო დასჭირდება.
ბოლონია ლუკუმის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხის – 28 მილიონის გადახდას ითხოვს, მაგრამ მისი კონტრაქტი როსობლუსთან სეზონის ბოლოს იწურება, ამიტომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ბოლონიას ფასის საგრძნობლად შემცირება მოუწევს და იუვენტუსი სწორედ ამ შესაძლებლობის მოლოდინშია.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
