სპალეტისა და კარნევალის შორის კიდევ ერთი შეხვედრა კვირის ბოლოს გაიმართება
ლუჩიანო სპალეტი შვებულებიდან ტურინში მიმდინარე კვირის ბოლოს დაბრუნდება და ჯოვანი კარნევალისთან კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს.
La Stampa-ს ცნობით, მხარეები გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე იმსჯელებენ და იმ ფეხბურთელებს განიხილავენ, რომლებიც ლუჩიანო სპალეტის ფილოსოფიას იდეალურად მოერგება.
მოსალოდნელია, რომ იუვენტუსი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მინიმუმ 5 ტრანსფერს განახორციელებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
