ვიკარიოს იუვენტუსში გადასვლის შანსი იზრდება
გილერმო ვიკარიოს სახელი იუვენტუსის რიგებში სულ უფრო აქტუალური ხდება.
იუვენტუსსა და ასტონ ვილას შორის დიბუ მარტინესის თაობაზე შეთანხმება კვლავ ვერ ხერხდება, ლუჩიანო სპალეტი კი ახალი კიპერის გაფორმებას პრე-სეზონის დაწყებამდე ითხოვს.
Sky Sport-ის ცნობით, თუ მომდევნო დღეებში ასტონ ვილამ იუვენტუსის წინადადება არ მიიღო, ტურინული გრანდი ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთვება და ერთ-ერთი მათგანი სწორედ ვიკარიო გახლავთ, რომელსაც იტალიაში დაბრუნება სურს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
