ბოლონია ჯერჯერობით ლუკუმის გამოსასყიდი თანხის შემცირებაზე უარს ამბობს
იუვენტუსსა და ბოლონიას შორის ჯონ ლუკუმის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
ბოლონია კოლუმბიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ კონტრაქტში მითითებული თანხის – 28 მილიონის გადახდას ითხოვს, იუვენტუსს კი 27 წლის ფეხბურთელის გაფორმება დაახლოებით 18 მილიონად სურს.
ბოლონია იმედოვნებს, რომ ლუკუმის მიმართ ინტერესი მუნდიალის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება და მის სანაცვლოდ მოთხოვნილ 28 მილიონს გამოიმუშავებს. ლუკუმის კონტრაქტი როსობლუსთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება, ამიტომ სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ბოლონიას გარკვეულ დათმობაზე წასვლა მოუწევს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
