ეკატორი იუვენტუსის ფეხბურთელია
იუვენტუსი და ჯენოა ჯეფ ეკატორის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.
ახალგაზრდა იტალიელი ფორვარდი იუვენტუსის რიგებს ბონუსების ჩათვლით 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
იუვენტუსი ეკატორის თაობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს. იტალიელი ან იუვენტუსში დარჩება და ლოი ოპენდას შემცვლელი გახდება, ან 1-წლიანი იჯარით სერია ა-ს რომელიმე გუნდს შეუერთდება, რაც მას მეტი სათამაშო დროის მიღებაში დაეხმარება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
