იუვენტუსს კოლო მუანის ტრანსფერის დახურვა უახლოეს დღეებში სურს
იუვენტუსი პსჟ-სთან მოლაპარაკებებს კიდევ უფრო ააქტიურებს და ფრანგი ფორვარდის გაფორმება უმოკლეს დროში სურს.
ტურინულმა გრანდმა კოლოსთან 5-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელის გასამრჯელო სეზონში 5 მილიონი ევრო იქნება.
იუვენტუსი რანდალის 1-წლიანი იჯარით გაფორმებას ცდილობს, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, რაც გუნდს საერთო ჯამში დაახლოებით 35 მილიონი ევრო დაუჯდება.
ლუჩიანო სპალეტი იმედოვნებს, რომ კოლო პრე-სეზონის დაწყებამდე, 13 ივლისამდე გუნდის განკარგულებაში იქნება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
