რომამ სვილარის გაყიდვაზე უარი თქვა
იუვენტუსს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მილე სვილარის გაფორმება გაუჭირდება.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ჯან პიერო გასპერინიმ სვილარის შენარჩუნება ითხოვა და სარფიანი წინადადებების მიუხედავად, ჯალოროსი მის გაყიდვას არ აპირებს.
იუვენტუსი ახალი კიპერის ძებნას აგრძელებს. დიბუ მარტინესი კვლავ გუნდის პრიორიტეტია, ბოლო დღეებში გაიზარდა ინტერესი გილერმო ვიკარიოს მიმართაც.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
