TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლიდსი კელისთან მოლაპარაკებებს შეუდგა

ბრიტანული წყაროების ცნობით, ლიდს იუნაიტედი ლოიდ კელის ტრანსფერზე მუშაობს.

SportWitness-ის ცნობით, ინგლისელები იუვენტუსის მცველთან პირადი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და მისი თანხმობის შემთხვევაში, მოლაპარაკებები უშუალოდ გუნდებს შორის დაიწყება.

იუვენტუსი კელის გაყიდვის წინააღმეგი არ არის და მის სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვს. პრობლემა კელის პოზიციაა, მას იუვენტუსში დარჩენა უნდა და ბიანკონერის დატოვებას მხოლოდ ერთ-ერთი ინგლისური გრანდის გამო განიხილავს.

ლიდსის გარდა, კელის მიმართ ინტერესს ნიუკასლი, ასტონ ვილა და ევერტონი იჩენენ.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).

0 0 votes
Article Rating
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Oldest
Newest Most Voted
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x