ჯენოა და იუვენტუსი ეკატორის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი და ჯენოა იტალიელი ფორვარდის ჯეფ ეკატორის ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არიან.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ახალგაზრდა ტალანტს დაახლოებით 15 მილიონ ევროდ გაიფორმებს, თუმცა ჯენოას მისი 1-წლიანი იჯარით შენარჩუნება სურს. ფულის გარდა, გენუურ გუნდს იჯარით იუვენტუსის ახალგაზრდა ფეხბურთელები დავიდ პუშკა და ჯოვანი დაფარა შეუერთდებიან.
ეკატორმა იუვენტუსთან 5-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ის სეზონში გასამრჯელოს სახით 1.3 მილიონ ევროს მიიღებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
