იუვენტუსი დარწმუნებულია, რომ ბოლონია ლუკუმის თაობაზე ტურინელთა წინადადებას მიიღებს
იუვენტუსი და ბოლონია ჯონ ლუკუმის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ბოლონია კოლუმბიელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს მოთხოვნას აგრძელებს, თუმცა ამ თანხის გადახდა ტურინელთა გეგმებში არ შედის.
წყაროს ცნობით, ლუკუმიმ ბოლონიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება უარით უკვე 2-ჯერ გაისტუმრა, მისი ხელშეკრულება გუნდთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება, ამიტომ იუვენტუსი დარწმუნებულია, რომ ბოლონიას დათმობაზე წასვლა და ფასის შემცირება მოუწევს.
ლუკუმიმ იუვენტუსში ტრანსფერზე თანხმობა უკვე განაცხადა და გუნდებს შორის შეთანხმების მოლოდინშია.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
