ნიუკასლმა კელის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო
Tuttosport-ის ინფორმაციით, ნიუკასლმა იუვენტუსთან ლოიდ კელის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ინგლისელი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაიხდის.
იუვენტუსს კელის გაფორმება ნიუკასლიდან 17 მილიონი დაუჯდა, ამიტომ მისი 30 მილიონად გაყიდვა ტურინულ გრანდს კაპიტალის მსუყე ზრდას დაუფიქსირებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
