ოპენდას მიმართ ინტერესს 5 გუნდი იჩენს
იუვენტუსი მომდევნო კვირებში ლოი ოპენდას გაყიდვის იმედს არ კარგავს.
ბელგიელი ფეხბურთელი ტურინული გრანდის გეგმებში აღარ შედის და ჯოვანი კარნევალის ერთ-ერთი ამოცანა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე მისთვის ახალი გუნდის პოვნაა.
Tuttosport-ის ცნობით, ოპენდას თაობაზე ინფორმაცია ლიონმა, რენმა, ლანსმა, ქოვენთრი სიტიმ და ლიდსმა გამოითხოვეს, თუმცა ამ მომენტისთვის ტურინულ გრანდს კონკრეტული წინადადება არ მიუღია.
იუვენტუსი მზად არის, ოპენდა ფასიანი იჯარით გაუშვას, მისი შემდგომში 30-35 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
