ატალანტა კარნეზეკის ტრანსფერში დი გრეგორიოს ჩართვის წინააღმდეგი არ იქნება
იუვენტუსი დიბუ მარტინესის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა ჯოვანი კარნევალი დარწმუნბული არ არის, რომ თითქმის 34 წლის ფეხბურთელში იმ ფინანსური ინვესტიციის განხორციელება მართებულია, რომელიც მარტინესის ტრანსფერსა და მის მაღალ ხელფასს სჭირდება.
იუვენტუსს დიბუს გაფორმება და მისი 3-წლიანი კონტრაქტი საერთო ჯამში 35-40 მილიონი ევრო დაუჯდება, ამიტომ ტურინული გრანდი ალტერნატიულ ვარიანტებსაც განიხილავს.
SportMediaset-ის ცნობით, იუვენტუსის ერთ-ერთი პოტენციური სამიზნე ატალანტას მარკო კარნეზეკია. წყაროს ინფორმაციით, ლა დეა ტრანსფერში მიკელე დი გრეგორიოს ჩართვის წინააღმდეგი არ იქნება. იუვენტუსში იტალიელი კიპერი კრისტიანო ჯუნტოლიმ გაიფორმა და ახლა მას მიკელეს ხილვა ატალანტას რიგებში სურს, სადაც ის სპორტული დირექტორი გახლავთ.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
