TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსსა და ატალანტას შორის მოლაპარაკებები ორშაბათს განახლდება

იუვენტუსსა და ატალანტას შორის ტეუნ კოპმეიენრსის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები ორშაბათს განახლდება.

უახლოეს საათებში მატიას სულე რომში ჩაფრინდება და რომას რიგებს ოფიციალურად შეუერთდება, მიღებული თანხის გამოყენებას კი კრისტიანო ჯუნტოლი ნიდერლანდელის ტრანსფერში გეგმავს.

ლა დეა კოპმეიენრსის სანაცვლოდ 60 მილიონს ითხოვს, თუმცა ფეხბურთელის მოთხოვნის ფონზე, ბერგამოელები დიდი ალბათობით 50-55 მილიონს დათანხმდებიან.

error: დაცული კონტენტი !