აგრესტი:“ კონტეს იუვენტუსში შესაძლო მისვლის თაობაზე საუბარი აბსურდია“
იუვენტუსის ინსაიდერმა რომეო აგრესტიმ ანტონიო კონტეს ტურინულ გრანდში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ანტონიო კონტეს იუვენტუსში შესაძლო დაბრუნება მხოლოდ იმიტომ განიხილება, რომ ის ნაპოლის ტოვებს, ამის სხვა რეალური მიზეზი არ არსებობს.
„იუვენტუსმა სპალეტის 2-წლიანი კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ გაუფორმა და მისი გუნდიდან წასვლის განხილვაც კი არასერიოზულია. ლუჩიანო გუნდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ამას თავად მოისურვებს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
