იუვე ნაპოლის დარწმუნებას გატის ტრანსფერით ეცდება
ნაპოლის ნახევარმცველი სტანისლავ ლობოტკა ლუჩიანო სპალეტის პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.
La Stampa-ს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი 31 წლის სლოვაკს გუნდის ნახევარდაცვის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს და ჯოვანი კარნევალის მისი გაფორმება სთხოვა.
ნაპოლის ლობოტკას ტურინში გაშვება არ სურს, მაგრამ პარტენოპეი ფედერიკო გატის ტრანსფერით ინტერესდება და იუვენტუსი მზად არის, მათ ფეხბურთელების ბარტერი შესთავაზოს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
