TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კალვო:“ პანდემიის მიუხედავად, რონალდუს ტრანსფერი სწორი ნაბიჯი იყო“

იუვენტუსის დირექტორმა ფრანჩესკო კალვომ Forbes-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ქულების დაკლება და ევროპული ჩემპიონატებიდან მოკვეთა ? ამ ყველაფერმა ჩვენ დაახლოებით 115 მილიონი ევრო დაგვაკარგვინა, ამის გარდა კი ბრენდმა დიდი დარტყმა მიიღო, თუმცა საფეხბურთო ინდუსტრიას მოკლე მახსოვრობა აქვს და ყველაფერი გუნდის შედეგებზეა დამოკიდებული.

„ჩვენ დავისაჯეთ გასულ წლებში ცუდი დაგეგმარების გამო, თუმცა გუნდი ახლა სწორ გზაზეა, რაც სტაბილურ ფინანსებსა და მოედანზე ამბიციურ მიზნებს ნიშნავს.

„ახალი სპონსორი ? ჩვენ რამდენიმე სპონსორთან მოლაპარაკებებს აქტიურად ვაწარმოებთ და ვფიქრობ, ყველაფერი უახლოეს პერიოდში პოზიტიურად დასრულდება.

„რონალდუს ტრანსფერი ? პანდემიის მიუხედავად, კრიშტიანუს ტრანსფერი მაინც წარმატებული იყო, რადგან რონალდუმ იუვენტუსის პოპულარულობა გლობალურ ბაზარზე კიდევ უფრო გაზარდა.

„ჩემპიონთა ლიგა და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი ? საკლუბო მუნდიალი ძალიან დიდი შესაძლებლობაა. ჯერჯერობით მის შედეგებზე საუბარი ადრეა, თუმცა ეს იქნება ტურნირი, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღებას მიიბყრობს.

„ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი კი წინ გადადგმული ნაბიჯია, რასაც ქომაგებში ენთუზიაზმი მოაქვს.“