TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ბოლონიას ვინგერის ტრანსფერით ინტერესდება

იტალიელი ჟურნალისტის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსი ბოლონიას მარჯვენა ვინგერის დან ნდოიეს ტრანსფერით ინტერესდება.

გუნდიდან მატიას სულეს წასვლა ოფიციალურად უახლოეს დღეებში დადასტურდება, ამის გარდა კი ბიანკონერის რიგებს დიდი ალბათობით ფედერიკო კიეზაც დატოვებს, ამიტომ კრისტიანო ჯუნტოლის სავარაუდოდ 2 გარემარბის გაფორმება მოუწევს.

დი ნატალეს ცნობით, ტიაგო მოტას გუნდში ბოლონიას 23 წლის ფეხბურთელის დან ნდოიეს ხილვა სურს, მაგრამ ის ამ მომენტისთვის პრიორიტეტი არ არის, იუვენტუსს დორტმუნდიდან კარიმ ადეიემის გაფორმება უნდა.