სპალეტიმ მუჰარემოვიჩის დაბრუნებას მწვანე შუქი აუნთო
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ტარიკ მუჰარემოვიჩი იუვენტუსში დაბრუნებასთან ახლოს არის.
წყაროს ცნობით, ლუჩიანო სპალეტიმ სასუოლოდან ბოსნიელის გამოსყიდვაზე, რაც ტურინულ გრანდს დაახლოებით 14-15 მილიონი დაუჯდება, თანხმობა განაცხადა.
გამოცემის ინფორმაციით, მუჰარემოვიჩი ჯონ ლუკუმის ალტერნატივად არ განიხილება და იუვენტუსი ბოლონიას მცველის ტრანსფერზე მუშაობას გააგრძელებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
