TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გონსალესი შესაძლოა იუვენტუსში დარჩეს

იუვენტუსის ახალგაზრდა ტალანტმა ფაკუნდო გონსალესმა გერმანიაში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და ტიაგო მოტა მის შენარჩუნებას განიხილავს.

გონსალესმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით სამპდორიაში გაატარა, ახლა კი ძირითად გუნდთან ერთად გერმანიაში იმყოფება და მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ურუგვაელმა მცველმა მოტასა და მისი შტაბის ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, მისი იჯარით გაშვება სერია ა-ს რომელიმე გუნდში ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ დიდია ალბათობა, რომ ის იუვენტუსის რიგებში დარჩება.