ძანიოლო იუვენტუსის პოტენციურ სამიზნედ რჩება
იუვენტუსი ნიკოლო ძანიოლოს სიტუაციას აკვირდება და არ არის გამორიცხული, ტურინულმა გრანდმა მომდევნო კვირებში უდინეზესთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
ძანიოლო იუვენტუსის ქომაგია და მან ტურინში თამაშის სურვილი არაერთხელ გამოთქვა, ამიტომ იტალიელთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება პრობლემა არ იქნება.
ნიკოლო ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის, თუმცა თუ ტურინელებმა მისი გაფორმება გადაწყვიტეს, უდინეზე ფეხბურთელს დაახლოებით 14-15 მილიონ ევროდ გაყიდის.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
