TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი დევიდის, ოპენდასა და ჟეგროვას გაყიდვას ითხოვს

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ედონ ჟეგროვას, ლოი ოპენდასა და ჯონათან დევიდის გაყიდვას ითხოვს.

წყაროს ცნობით, აღნიშნული ტრიო სპალეტის გეგმებში აღარ შედის, ამიტომ იუვენტუსი მათ გაყიდვას და მიღებული თანხით სატრანსფერო ბიუჯეტის გაზრდას ეცდება.

ამ მომენტისთვის ყველაზე მარტივი დევიდის გაყიდვაა, რადგან მას მეტ-ნაკლებად შედეგიანი სეზონი ჰქონდა, ოპენდასა და ჟეგროვას გასხვისება კი მარტივი ამოცანა არ იქნება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).